top of page

საგანმანათლებლო კოლაბორაციები

ამ განყოფილებაში წარმოდგენილია ჩემი წინა საგანმანათლებლო პროექტები - ორთვიანი გრაფიკული დიზაინის კურსები, რომლებიც განხორციელდა ოთხ სხვადასხვა ბრენდთან თანამშრომლობით.

თითოეული კურსი შექმნილი იყო როგორც პრაქტიკაზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამა, დამწყები დიზაინერებისა და მეწარმეებისთვის. კურსზე სტუდენტებმა შეისწავლეს Adobe Photoshop, Adobe Illustrator და Adobe Express-ის საბაზისო შესაძლებლობები.

კურსების ფორმატი აგებული იყო რეალურ ამოცანებზე. მონაწილეები სწავლობდნენ  კომპოზიციას, ტიპოგრაფიას, ფერთან მუშაობას, ბრენდის იდენტობას და სარეკლამო მასალების შექმნას (მხოლოდ პრაქტიკული, გაფილტრული ინფორმაციით).​

​​

ეს პროექტები წარმოადგენს ჩემი საგანმანათლებლო გამოცდილების საფუძველს და იმ ბაზას, რომელზეც იგება ჩემი ყველა მიმდინარე და მომავალი კურსი. 

​​

Artboard 42Edu collabs.png

Touch rgb

"Beyond the Vector" არის ჩემი საავტორო ვორქშოფების სერია, რომელიც მიზნად ისახავს ტრადიციული დიზაინისა და ხელოვნური ინტელექტის სინთეზს ბრენდინგში. არსებული ვორქშოფი ჩავატარე Touch RGB ფესტივალის ფარგლებში, სადაც მონაწილეებს გავუზიარე უახლესი მულტიმოდალური AI ინსტრუმენტები, რომლებიც რეალურ წარმოებაში დანერგეს.

Melqisedeki   x   TBC techschool 3-1 - Copy.png
Melqisedeki x Touch RGB

თიბისი ტექსკოლა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას მე-9 დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის, შეისწავლონ ტექნოლოგიები და ამ დარგში არსებული მრავალფეროვანი ინოვაციები, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრულიად უფასოდ.

ჯეოლაბი

ჯეოლაბი არის ახალი ტექნიოლოგიების და ინოვაციების ლაბორატორია. გაზიარებული კურსი ჩატარდა Do it in Georgia -ს პროექტის ფარგლებში. Do it in Georgia საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA • Tech Park-ს მიერ ხორციელდება.

01.jpg

კურსდამთავრებულებმა გამორჩეულად საინტერესო და შთამბეჭდავი ფინალური პროექტები წარადგინეს და კუთვნილი სერტიფიკატები მიიღეს.

- Melqisedeki x British Council (1).jpg

ბრიტანეთის საბჭო

პროექტის მხარდამჭერია ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა "შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის".

თსუ

კურსი ორგანიზებულია თსუ-ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრისა და თსუ-ის მეწარმეთა ჰაბის მიერ, რომლის მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეების ერთ სივრცეში გაერთიანება და მათ ინტერესებს მორგებული სასწავლო პროგრამების შექმნა.

- Melqisedeki x TSU (2).jpg
bottom of page